Loading data...
გიორგი გამსახურდია: სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში - საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები

„სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში“, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ევროპელ ლიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები.

„სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში: უკრაინის - უკრაინაში, პოლონეთის - პოლონეთში და საქართველოსი - საქართველოში. უბრალოდ მათ უნდა ახსოვდეთ ის, რომ საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები და არ უნდა გვკარნახობდნენ გარე ძალები, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. ორმაგ სტანდარტებს და სირაქლემას პოზიციას ძალიან ცუდ შედეგებამდე მიჰყავს ისტორიული ურთიერთობები“, - წერს გამსახურდია.