Loading data...
გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე: იგორ გიორგაძე აფინანსებდა, პუტინზე ხან ლამაზი თვალები აქვსო, იძახდა, ხან ჩემი დიდი მეგობარიაო, რისი მიყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი რუსებს მიჰყიდა და ესენი სხვას ეძახიან რუსებს?

„იგორ გიორგაძე აფინანსებდა, დაჯავშნილი აუზიც გამოუგზავნა 2003 წელს, საარჩევნოდ რუსებს აქებდა, მოვიდა თუ არა, რუსეთში გაიქცა, მერე ჩეჩენი მებრძოლი ბიჭები გადასცა რუსებს“, - წერს გიორგი გამსახურდია ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

გამსახურდია იხსენებს პუტინთან სააკაშვილის შეხვედრებს და მის სიტყვებს ციტირებს, რომ მასთან „იმდენჯერაა შენახვედრი, ცოლი და ქმარი ვერ ხვდებიან ერთმანეთს მაგ სიხშირით“.

„იგორ გიორგაძე აფინანსებდა, დაჯავშნილი აუზიც გამოუგზავნა 2003 წელს, საარჩევნოდ რუსებს აქებდა, მოვიდა თუ არა, რუსეთში გაიქცა, მერე ჩეჩენი მებრძოლი ბიჭები გადასცა რუსებს. პუტინზე ხან ლამაზი თვალები აქვსო, იძახდა, ხან სიტყვის კაციაო და ზედ ამატებდა, ჩემი დიდი მეგობარიაო. ყველაფერი, რისი მიყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი რუსებს მიჰყიდა, ოკუპაცია დაუკანონა და საანექსიოდ გაუმზადა ორივე კუთხე. მისივე თქმით, იმდენჯერაა პუტინს შენახვედრი, ცოლი და ქმარი ვერ ხვდებიან ერთმანეთს მაგ სიხშირით. რუსული აგრესიის მერე წერილებს წერდა, მოდი, ვითანამშრომლოთო... ვიზები მოუხსნა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიაღებინა რუსები, ორივე ინაუგურაციაზე ჯერ თავისი მომთრევი ივანოვი ეჯდა და მერე სერიოჟა ლავროვი. ეს ახვრები და ეს მანიაკი სხვას ეძახიან რუსებს? ღორისშვილი რუსების მოთრეულია, აბა, რა ჯანდაბა არის.

P.S. ისე ბიძამის თემურას თამასას ნუ უწევთ, გენერალი არა, ჩემი შავი და ბნელი, არქივული აგენტია ჩვეულებრივი, წოდების გარეშე“, - წერს გამსახურდია.