გიორგი გამსახურდია: ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა „ნაცების“ უბოროტესი, ყველაფრის მკადრებელი სახე, რეაქციებმა დაადასტურა, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის

„არსებობს ცხოვრებაში წითელი ხაზები, რომლებსაც არ გადადიან და არ გადადიოდნენ, თვით ყველაზე ზნედაცემული ხალხიც კი“, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია წერს.
მისი განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა რეაქციებმა, მორიგ ჯერზე გამოაჩინა მათი მანკიერი და ყველაფრის მკადრებელი სახე. გამსახურდია მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერების ამგვარმა რეაქციებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათი ადგილი არც პოლიტიკაშია და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„არსებობს ცხოვრებაში წითელი ხაზები, რომლებსაც არ გადადიან და არ გადადიოდნენ, თვით ყველაზე ზნედაცემული ხალხიც კი. დიქტატორები, ტირანები და ა.შ. ცხონებული ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ გამოაჩინა ნაცების უბოროტესი, ყველაფრის მკადრებელი და უმანკიერესი სახე. მათმა რეაქციებმა, ლევანის გარდაცვალებაზე, დაადასტურა, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნამდვილად არ არის. არც იქნება კიდევ არასდროს.
ჩემი სამძიმარი ლევანის ოჯახს და ახლობლებს“, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.