1755257215
სოციალური მედია
გიორგი გამსახურდია FBI-ის დირექტორის განცხადებაზე: „ნაცებს“, ათასი ჯურის ფსევდოლიბერალებს რომ ჰკითხო, „დიფ სთეითი“ არ არსებობს, ტულსი გაბარდი და კაშ პატელი იგონებენ თურმე

გიორგი გამსახურდია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელის კაშ პატელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „დიფ სთიეთის“ მოქმედი პირები FBI-ს და სახელმწიფო სააგენტოებს პირადი ინტერესებისთვის იყენებდნენ.
გამსახურდიას თქმით, „ნაცებს“ და ფსევდოლიბერალებს რომ ჰკითხო, „დიფ სთეითი“ არ არსებობს, მას ტულსი გაბარდი და კაშ პატელი იგონებენ და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები არიან მართლები.
„ნაცებს“, ათასი ჯურის ფსევდოლიბერალებს, გათხოვილ კაცებს და ცოლიან ქალებს რომ ჰკითხო, „დიფ სთეითი“ არ არსებობს. ტულსი გაბარდი და კაშ პატელი იგონებენ თურმე და ხატია დეკანოიძეა მართალი, სალომე ზურაბიშვილი და ის კიდევ, ცოლიანი ჟურნალისტი მზია“, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.