გიორგი გამსახურდია არახამიაზე: ეს შეუმდგარი, კომიკური და თავისი ქვეყნის რუსებზე ჩამბარებელი არსება, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ პატრიოტს და მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს, ადარებს იმ ადამიანს, რომლის პარტიის წარმომადგენლებისგან სახელდახელოდ შეკოწიწებული პარტიის მთავარი ტიპი თვითონ არის

გიორგი გამსახურდია ეხმიანება უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომელიც მოუწოდებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მისი ქონება საქართველოს მოქალაქეებს გადასცეს და მას უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს ადარებს.
გამსახურდია არახამიას, უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტთან ერთად, ვლადიმერ პუტინის პროექტად მოიხსენიებს და მას შეუმდგარ, საკუთარი ქვეყნის რუსებზე ჩამბარებელ არსებად მოიხსენიებს.
„დიჯეი ბრაუნი, როგორც მისი ბოსი და თანამასხარა ზელია, ვამბობდი, ვიძახი და შედეგებიც მაგაზე მეტყველებს, რომ ორივე არიან კრემლისა და ვოვას პროექტები. ეს შეუმდგარი, კომიკური (ნუ მისი პროფესიაა) და თავისი ქვეყნის რუსებზე ჩამბარებელი არსება, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ პატრიოტს და მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს, ადარებს იმ ადამიანს, რომლის პარტიის წარმომადგენლებისგან სახელდახელოდ შეკოწიწებული პარტიის მთავარი ტიპი თვითონ არის. ეს იგივეა, ზვიადს რომ ჩაიშესკუს ადარებდნენ პუტჩისტები და მერე, თვითონ ჩაუშესკუს მეთოდებით გაუსწორდნენ ქართველ ხალხს და წარმატებულად, ესტაფეტა მიშას და მის გუნდს, თავიანთ ნაშიერებს გადააბარეს“, - წერს გიორგი გამსახურდია.