1761746520
სოციალური მედია
გიორგი ჩაკვეტაძე: „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკური საქმიანობა დიდი ხანია უკვე თვითონ აიკრძალა და ექსტრემიზმში გადაეშვა
„ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკური საქმიანობა დიდი ხანია უკვე თვითონ აიკრძალა და ექსტრემიზმში გადაეშვა“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჯერი კი, ახლა ჩვენზეა - ვასრულებთ საარჩევნო დაპირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართავთ.ეს არის გააზრებული გადაწყვეტილება.
დემოკრატიის მტრებს, დემოკრატიული მეთოდებით ვუპირისპირდებით.