1754312510
სოციალური მედია
გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენს გადადგომას ითხოვდნენ და კორუფციის სკანდალის გამო, ლიეტუვის მთავრობა გადადგა - „ნაცების“ არჩევნებივითაა, ვადამდელის მოთხოვნის ყოველ ჯერზე, თვითონ აქვთ პარტიაში არჩევნები

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლიეტუვის მთავრობის გადადგომას ეხმიანება, რომელიც კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.
ჩაკვეტაძემ ლიეტუვის მთავრობის შესახებ გავრცელებული ამბავი „ნაციონალური მოძრაობის“ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას შეადარა, როდესაც მოთხოვნილი ვადამდელი არჩევნების ფონზე, ყოველ ჯერზე, თავად აქვთ პარტიაში არჩევნები.
„ჩვენს გადადგომას ითხოვდნენ და კორუფციის სკანდალის გამო, ლიეტუვის მთავრობა გადადგა… ნაცების არჩევნებივითაა, ვადამდელის მოთხოვნის ყოველ ჯერზე, თვითონ აქვთ პარტიაში არჩევნები“, - წერს ჩაკვეტაძე Facebook-ზე.