Loading data...
გიორგი ჩაკვეტაძე: ამ მავნე სენთან ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო! ნარკოტიკებისა და მისი რეალიზატორების წინააღმდეგ მოქმედებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს

„ამ მავნე სენთან ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო! ნარკოტიკებისა და მისი რეალიზატორების წინააღმდეგ მოქმედებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიურ რეჟიმში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში კონკრეტულ დამნაშავეებს აკავებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება შს სამინისტროს სპეცოპერაციას რომლის დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავეს. 

ჩაკვეტაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ სამართალდამცველს და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა უწყება ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიებს ახორციელებენ. 

„ჩვენი გუნდის გაცხადებული პრიორიტეტი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

ამისათვის, ნარკოტიკებისა და მისი რეალიზატორების წინააღმდეგ მოქმედებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიურ რეჟიმში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში კონკრეტულ დამნაშავეებს აკავებს.

ამ მავნე სენთან ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო!

წინა კვირას, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად აიკრძალა. მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს ჩანაცვლებით თერაპიასაც, რომლის ერთადერთი მიზანიც ადამიანის განკურნება იქნება.

ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა უწყება ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიებს ახორციელებს.

მოქალაქეების ჯანმრთელობის, ახალგაზრდების განვითარებისა და სახელმწიფოს წინსვლისთვის ეს პოლიტიკა უალტერნატივოა!

მადლობა თითოეულ სამართალდამცველს, რომელიც 24/7-ზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის მუშაობს“, - წერს ჩაკვეტაძე.