Loading data...
გია აბაშიძე: ვერც „საიდუმლო სერობებით“ და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით, ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს, უბრალოდ, ფართხალებენ

„ცეცხლმოკიდებული ევროპის ქვეყნების ელჩები საქართველოში მარგინალური ნაცოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობენ - მათ შორის იმ პარტიებთანაც, რომლებიც შესაძლოა მალე სამართლიანად აიკრძალოს“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, ვერც „საიდუმლო სერობებით“ და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს საქართველოში ვერ მიაღწევს.

„ცეცხლმოკიდებული ევროპის ქვეყნების ელჩები საქართველოში მარგინალური ნაცოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობენ - მათ შორის, იმ პარტიებთანაც, რომლებიც შესაძლოა, მალე, სამართლიანად აიკრძალოს.

რა არის ასეთი ხშირი რანდევუების მიზეზი? სად გაქრა არაფორმალური დიპლომატიური წესი, რომლის მიხედვითაც დასავლეთის საელჩოები არ ხვდებიან საარჩევნო ორგანოებში არაწარმოდგენილ, ურეიტინგო და, რაც მთავარია, ექსტრემიზმის დღის წესრიგის მქონე პოლიტიკურ სუბიექტებს?

ირონიულად რომ ვთქვათ, იქნებ, ევროპელ ელჩებს ნაცაკაცუკების ხელისუფლებასთან ბრძოლის ნოუჰაუ აინტერესებთ, რათა მერე თავიანთ დედაქალაქებში უპატაკონ, როგორ დაიცვან თავი ადგილობრივი რადიკალების შეტევებისგან?

სერიოზულად კი - ვერც „საიდუმლო სერობებით" და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს. უბრალოდ, ფართხალებენ“, - წერს აბაშიძე.