გია აბაშიძე: პარადოქსია, რომ გამჭვირვალობას ებრძვიან ის ანგარებიანი ნაცელემენტები, რომლებიც დეკლარირებულად „გამჭვირვალობის სადარაჯოზე არიან“
„პატივცემულო შეგნებულო საზოგადოებავ, იმისთვის, რომ არ გახდეთ დეზინფორმაციის, მანიპულაციებისა და სხვადასხვა ენაზე ყალბი-შეშფოთება აღშფოთებისა და შეკვეთილი ჰედლაინების მსხვერპლნი, გიზიარებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ძირითად არსს“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძის თქმით, პარადოქსია, რომ გამჭვირვალობას ებრძვიან ის ანგარებიანი ნაცელემენტები, რომლებიც დეკლარირებულად „გამჭვირვალობის სადარაჯოზე არიან“.
„პატივცემულო შეგნებულო საზოგადოებავ, იმისთვის, რომ არ გახდეთ დეზინფორმაციის, მანიპულაციებისა და სხვადასხვა ენაზე ყალბი-შეშფოთება აღშფოთებისა და შეკვეთილი ჰედლაინების მსხვერპლნი, გიზიარებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ძირითად არსს. პარადოქსია, რომ გამჭვირვალობას ებრძვიან ის ანგარებიანი ნაცელემენტები, რომლებიც დეკლარირებულად "გამჭვირვალობის სადარაჯოზე არიან". შარშანდელის მსგავსად, გრძელდება უმაღლეს განათლებაზე პრეტენზიების მქონე პირთა (პრეტენზიული უვიცი გინდ ყოფილა, გინდ არა) გაქრობა ჩემი სოციალური სივრციდან, ვინც ამ კანონპროექტს "რუსულს" უწოდებს. ამგვარი ოდენ ანგარებიანი თუ რევანშისტი, ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი სუბიექტებისადმი პატივისცემაა 0! - წერს აბაშიძე.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს გააცნო საზოგადოებას.
როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.