გია აბაშიძე: „ნაცების“ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართეს, ეს არის რადიკალიზმის სახე - როგორც კი პასუხისმგებლობის დრო დგება, პირველები საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ
„დასტურდება ის, რაზეც მართლმსაჯულება მიუთითებდა: „ნაცების“ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, რომლებმაც 4 ოქტომბრის მოვლენები და ხელისუფლების დამხობა დააორგანიზეს, დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართეს“, - წერა ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სამწუხაროა მხოლოდ ის ხალხი, ვინც ორგანიზატორების ფეხის ხმას აჰყვა და ბრმად ენდო.
„დრო ყველაზე მიუკერძოებელი მსაჯული - ადრე თუ გვიან, ყოველთვის აჩვენებს, ვინ რას წარმოადგენს რეალურად.
დასტურდება ის, რაზეც მართლმსაჯულება მიუთითებდა: „ნაცების“ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, რომლებმაც 4 ოქტომბრის მოვლენები და ხელისუფლების დამხობა დააორგანიზეს, დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართეს. ეს არის რადიკალიზმის სახე - სანამ სხვები წინა ხაზზე დგანან, ყველაფერი „გმირობადაა“ შეფუთული, ხოლო როგორც კი პასუხისმგებლობის დრო დგება, პირველები საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ. სამწუხაროა მხოლოდ ის ხალხი, ვინც ამათ ფეხის ხმას აჰყვა და ბრმად ენდო. კარგია, რომ დადასტურდა ის ყველაფერი, რასაც სამართალი ამბობს და რასაც ამაზე დაყრდნობით მმართველი გუნდი აცხადებს. ახლა იმედია, დანარჩენი ე.წ. „მშვიდობიანად დამამხობლებიც“ აღიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და მოინანიებენ“, - წერს აბაშიძე.