Loading data...
დავით ქართველიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე „მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი“: მისი მანიაკალური, ჩამოუყალიბებელი გიჟის შიგთავსი, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას 9 წელი, თურმე ემშვიდობება თავის ფიზიკურ იპოსტასს, რომელმაც ვერ მოახერხა სახელისუფლებო რეინკარნაცია და ჰოლოგრამის სახით გვიბრუნდება

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც „მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი“, აღნიშნული განცხადების ამსახველ ვიდეოს კი სოციალურ ქსელში აზიარებს ავტორი.

ქართველიშვილი სააკაშვილის განცხადებებს საქართველოს ისტორიის დაგვიანებულ დიაგნოზად აფასებს, „რომელმაც დაუშვა 2003 წელს ეს მანიაკალურ-ფსიქოპატიური მოვლენა სახელმწიფოს სათავეში“.

მისივე თქმით, სააკაშვილის გამოსვლა დეგრადირებული არსების პოლიტიკური მონოსპექტაკლია.

„ჯერ კიდევ „გუშინ“ ის „კვდებოდა“ და „გადასარჩენად“ კომფორტულ კლინიკაში ხან კიევიდან მოზარდთა ენურეზის მკურნალს იწერდა, ხან ლონდონიდან - ფსიქიატრიის ცნობილ პროფესორს. შუალედში ხან საკუთარი განავლით კალათბურთს თამაშობდა პალატაში, ხან ამ განავალს პოლონელ სტუმრებს ატანდა ქვეყნის გარეთ, საბაჟო დეკლარაციაში შეტანის გარეშე. პარალელურად - დემენციას ამარცხებდა და როგორც ჩანს, ბუნებრივი ინტელექტის უკანასკნელ „წვეთებს“ ემშვიდობებოდა, რათა საბოლოოდ ხელოვნურზე გადასულიყო და საკუთარი არანაკლებად შეშლილი სექტანტების წინაშე - დღეს უკვე ვირტუალურ ბელადად და ავატარად წარმოჩენილიყო.

მისი მანიაკალური, ჩამოუყალიბებელი გიჟის შიგთავსი - რომელიც მართავდა ამ ქვეყანას 9 წელიწადი, თურმე ემშვიდობება თავის ფიზიკურ იპოსტასს, რომელმაც ვერ მოახერხა სახელისუფლებო რეინკარნაცია - და ჰოლოგრამის სახით გვიბრუნდება და სთავაზობს საკუთარ თავს პოლიტიკური შიზოფრენიით დაინფიცირებულ საზოგადოებას. ამაზე ღლიცინიც კი აღარ შეიძლება - ეს არის დაგვიანებული დიაგნოზი საქართველოს უახლოესი ისტორიისა, რომელმაც დაუშვა 2003 წელს ეს მანიაკალურ-ფსიქოპატიური მოვლენა სახელმწიფოს სათავეში. ამ ვიდეოში ჩვენ ვხედავთ დეგრადირებული არსების პოლიტიკურ გამოსვლას - მონოსპექტაკლს, სადაც საღმა აზრმა თუ ბუნებრივმა ინტელექტმა დარბაზი დიდი ხნის წინ დატოვა, ხოლო ტაშს მხოლოდ ერთგული და გადარეული სექტა უკრავს, რომელიც მზადაა თავისი კერპის ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე აბსურდული ქმედება გენიოსობად გამოაცხადოს. ინტერნეტის ჯანსაღი მომხმარებელი, როგორც ყოველთვის, ამ ყველაფერს სიცილით პასუხობს - მემებით, ირონიით, დაცინვით. მაგრამ სინამდვილეში აქ სასაცილო ძალიან ცოტაა. ისტორიას არაერთხელ უნახავს, როგორ იწყებოდა მძიმე პოლიტიკური კატასტროფები იმ მომენტიდან, როდესაც საზოგადოებამ სახიფათო ქცევა უბრალოდ ექსცენტრიკულობად ჩათვალა და სერიოზულად აღარ აღიქვა. სანამ ერთნი ხუმრობდნენ, მეორენი სრულიად სერიოზულად მთელ ქვეყანას საკუთარი აკვიატებული იდეების საცდელ პოლიგონად აქცევდნენ. ამიტომ მთავარი კითხვა თავად ამ პოლიტიკოსს კი არ ეხება. მთავარი კითხვაა - მზად არის თუ არა საზოგადოება კიდევ ერთხელ ანდოს სახელმწიფო, ამჯერად უკვე შეშლილ „ავატარს“, რომლის საჯარო გამოსვლებიც სულ უფრო მეტად წააგავს საკუთარ ავადმყოფურ წარმოდგენებთან დაუსრულებელ ბრძოლას. სახელმწიფო არც ფსიქოთერაპიის კაბინეტია და არც პოლიტიკური თრილერის გადასაღები მოედანი. საკუთარ ქვეყანაზე ჩატარებული ექსპერიმენტები აპლოდისმენტებით თითქმის არასოდეს მთავრდება. გაცილებით ხშირად ისინი მთავრდება იმით, რომ შემდეგ წლების განმავლობაში მთელ საზოგადოებას უწევს იმ ნანგრევების ალაგება, რომლებიც დატოვა ადამიანმა, რომელიც მისთვის მიუღებელ ქვეყანას ასეთი გაშმაგებით და აბუჩად აგდებით „ტროლავდა“, - წერს დავით ქართველიშვილი.