დავით ქართველიშვილი: მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ევრორეზოლუციის (რომლის ტექსტი რუსებმა შეადგინეს, „ჩვენებმა“ კი „გაუპრავეს“) ავტორების - „ნაცმოძრაობის“ პარტიაში, რა ღირსებით თუ კაცობით უნდა შეხვიდე?

„მუნდირის და ოფიცრის ღირსება, დაღუპულ მეომრებთან, შენს ძმებთან აპელირება ვერანაირად რომ ვერ ჯდება პოლიტიკოს-მოღალატეების მიერ შენს მუნდირზე, ღირსებაზე, მეომრების საფლავებზე თავისი ბინძური ფეხების მოწმენდასთან - ეს კომისიაზე გავიგეთ, მოგიწიათ ამის აღიარება...“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, სამარცხვინო, მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ევრორეზოლუციის (რომლის ტექსტი რუსებმა შეადგინეს, "ჩვენებმა" კი „გაუპრავეს“) ავტორების - „ნაცმოძრაობის“ პარტიაში, გაუგებარია ვინმე რა ღირსებით, კაცობით თუ ნამუსით უნდა შევიდეს.
„წირვა იწყება. უნდა ვეზიარო. ლიტურგიის შემდეგ „შვიდგზის ზეთისცხებაა", მაგრამ ეს ერთი ბილწი სიტყვა, რომლის ხმარებასაც ვცდილობ თავი ავარიდო, მესამე დღეა მიმეწება ენაზე და დაუყოვნებლივ უნდა მოვიცილო... მუნდირის და ოფიცრის ღირსება, დაღუპულ მეომრებთან, შენს ძმებთან აპელირება ვერანაირად რომ ვერ ჯდება პოლიტიკოს-მოღალატეების მიერ შენს მუნდირზე, ღირსებაზე, მეომრების საფლავებზე თავისი ბინძური ფეხების მოწმენდასთან - ეს კომისიაზე გავიგეთ, მოგიწიათ ამის აღიარება... მაგრამ, ამ სამარცხვინო, მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ევრორეზოლუციის (რომლის ტექსტი რუსებმა შეადგინეს, "ჩვენებმა" კი „გაუპრავეს“) ავტორების პარტიაში, რა ღირსებით, კაცობით თუ ნამუსით უნდა შეხვიდე? მათ ხომ უბრალოდ დედა კი არ შეგაგინეს, როგორც მეომრებს, ოფიცრებს, ჯარისკაცებს - მათ მაშინ დედები "მო*****ეს". და ამის შემდეგ მათ ოჯახში გაერთიანება რა ქართველობაში, მორალში, ზნეობაში თუ ღირსებაში შედის - ამიხსნას ვინმემ. P.S.: ეს ჩემგან განკითხვაც არ არის, უბრალოდ ვიკითხე... შემინდოს უფალმა ის სიტყვაც, არ მიყვარს, ვერ ვიტან, მაგრამ რომლით ჩავანაცვლო?!“, - წერს დავით ქართველიშვილი.