დავით ჩიხელიძე: მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის დაცულია, აგრესია შობს აგრესიას, აქციის მონაწილეები თუ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ ისინი ნახავენ, რომ მათ არავინ ერჩის!
„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, აქციის მიმდინარეობის დროს აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის არაერთი ფაქტი ვნახეთ, ისინი შეგნებულად ახდენენ სამართალდამცავი უწყებების პროვოცირებას მთელი საღამოს განმავლობაში იწვევენ პოლიციელებს, ესვრიან პიროტექნიკას და ა.შ. პარალელურად ჩვენ ვნახეთ, აქციის მონაწილეთა ადეკვატური ქცევა“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ის მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ, ვინაიდან თუ აგრესიას არ გამოავლენენ, დაინახავენ, რომ მათ არავინ ერჩის.
„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, აქციის მიმდინარეობის დროს აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის არაერთი ფაქტი ვნახეთ, ისინი შეგნებულად ახდენენ სამართალდამცავი უწყებების პროვოცირებას მთელი საღამოს განმავლობაში იწვევენ პოლიციელებს, ესვრიან პიროტექნიკას და ა.შ. პარალელურად ჩვენ ვნახეთ, აქციის მონაწილეთა ადეკვატური ქცევა, უფრო მეტიც აქციის მონაწილე და სპეცრაზმის წარმომადგენელმა ერთად იმღერა მრავალხმიანი უნიკალური ქართული სიმღერა და ა.შ. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, საკუთარი პროტესტი მშვიდობიანი აქციის ფორმატში გამოხატონ, აღნიშნულ შემთხვევაში დაცული იქნება აქციის მონაწილის უფლება, რადგან მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის დაცულია. აგრესია შობს აგრესიას, აქციის მონაწილეები თუ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ ისინი ნახავენ, რომ მათ არავინ ერჩის!,“ - წერს ჩიხელიძე.