Loading data...
დავით ჩიხელიძე მერაბ მეტრეველს: პრემიერი არა ვინმეს რეკლამაში მონაწილეობს, არამედ რადგან კითხვის ნიშნები გაჩნდა 6.6-მილიარდიან ინვესტიციაზე, ხალხს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ, რადგან ხარ ნაცი, ნაცობა კი სულიერი სიმახინჯის უკიდურესი გამოვლინებაა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს მის მიერ გაზიარებულ „სქრინზე“ პასუხობს, რომ „პრემიერი არა ვინმეს რეკლამაში მონაწილეობს, არამედ რადგან საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდა 6.6-მილიარდიან ინვესტიციაზე - დაჯდა და ხალხს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა“.

„საქმე იმაშია, ნაცმერაბავ, რომ პრემიერი არა ვინმეს რეკლამაში მონაწილეობს, არამედ რადგან საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდა 6.6-მილიარდიან ინვესტიციაზე, იმავე საზოგადოების მიმართ არსებული ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით - დაჯდა და ხალხს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ, რადგან ხარ ნაცი, ნაცობა კი სულიერი სიმახინჯის უკიდურესი გამოვლინებაა“, - წერს ჩიხელიძე.