Loading data...
დავით ჩიხელიძე: ჯეი დი ვენსმა ევროპელი ბიუროკრატები პოლიტიკურ სარკეში ჩაახედა და მათი მახინჯი პოლიტიკური სახე გამოაჩინა!

ექსპერტი დავით ჩიხელიძე 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს კონფერენცია „სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც არსებული მსოფლიო წესრიგის დასასრულის დასაწყისი“.

როგორც ჩიხელიძე წერს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტამ ჯეი დი ვენსმა საკუთარი გამოსვლით „ევროპელი ბიუროკრატები პოლიტიკურ სარკეში ჩაახედა და მათი მახინჯი პოლიტიკური სახე გამოაჩინა“.

„2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც არსებული მსოფლიო წესრიგის დასასრულის დასაწყისი!

მიუნხენის კონფერენცია აშშ-ის (ტრამპის) ადმინისტრაციის პირველი საერთაშორისო არენა იყო, სადაც მათ მთელ მსოფლიოს უთხრეს, რომ დღეს არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს! მსოფლიოს არ აქვს დრო ლიბერალების მიერ თავს მოხვეული დღის წესრიგით იცხოვროს, რომელიც არა მსოფლიო მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს, არამედ კონკრეტული ჯგუფის საჭიროებას, რომელიც ძირითადად აღქმებზე დაფუძნებულ „რეალობას“ ეფუძნება! ჯეი დი ვენსმა ევროპელი ბიუროკრატები პოლიტიკურ სარკეში ჩაახედა და მათი მახინჯი პოლიტიკური სახე გამოაჩინა!

ფაქტია, ტრამპის ადმინისტრაცია ბაიდენის ადმინისტრაციისგან კარდინალურად განსხვავდება, რომელიც არსებულ მდგომარეობასთან შეგუებას და ბიუროკრატების ნების შესაბამისად მოქმედებას არ აპირებს, ეს არის ენერგიით და სიჯანსაღით სავსე ძალა, რომელსაც სურს, მსოფლიო რეალურ, მაგრამ მივიწყებულ ღირებულებებთან დააბრუნოს!

ჯ.დ. ვენსი მრავალ საკითხს შეეხო, მათ შორის ზოგად უსაფრთხოებას, ევროპაში სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის პრობლემას და ა.შ. ახლა მოკლედ გთავაზობთ ჯ.დ. ვანსის გამოსვლის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს და შეფასებებს!

ვანსის განცხადებით, დღეს ევროპის „შიგნიდან“ მომდინარე საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე ის საფრთხეები რომელიც შესაძლოა, რუსეთისგან და ჩინეთისგან მომდინარეობდეს!

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გააკრიტიკა რუმინეთში ჩატარებული ბოლო არჩევნების გაუქმება, დიდ ბრიტანეთში აბორტის საწინააღმდეგო მომიტინგეების დევნა და უსაფრთხოების კონფერენციიდან ულტრამემარჯვენე და მემარცხენე გერმანელი პოლიტიკოსების ჩახსნა, დაიწუნა ევროპის მიერ წარმოებული მიგრანტთა პოლიტიკა და ა.შ.

„საფრთხე, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს ევროპის მიმართ, არ არის რუსეთი, ეს არ არის ჩინეთი და არც სხვა გარე აქტორი და ის, რაც მე მაწუხებს, არის საფრთხე შიგნიდან, ევროპის უკანდახევა მისი ზოგიერთი ფუნდამენტური ღირებულებიდან“, - თქვა ვენსმა.

რა არის ის ფუნდამენტური ღირებულებები რომლისგანაც ევროპამ გადაუხვია და დაშორდა? ეს პირველ ყოვლისა არის დემოკრატიის უკუსვლა და სიტყვის/გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა!

არჩევნები რუმინეთში:

დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და გააუქმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მოულოდნელად მოიგო ულტრანაციონალისტმა კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ.

რუმინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანდიდატის პოლიტიკური აღზევება მოსკოვის მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ ჯერ არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები კამპანიის უკანონო დაფინანსების ან სხვა გზების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთს ერეოდა. ახალი კენჭისყრა მაისშია დაგეგმილი. საუბარი შეეხება დაახლოებით 200 000 ათას დოლარს, რომელიც თითქოსდა რუსეთმა ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიას მოახმარა, ამის შესახებ ვანსმა სამართლიანად აღნიშნა, „თუ თქვენი დემოკრატია შეიძლება დაინგრეს რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ღირებულების ციფრული რეკლამით, რომელიც უცხო ქვეყნიდან მოდის, მაშინ თქვენი დემოკრატია თავიდანვე არც ისე ძლიერი ყოფილა” გავოცდი, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიით გამოვიდა და გახარებული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ გააუქმა არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, იგივე შეიძლება მოხდეს გერმანიაშიც. ეს განცხადებები შოკისმომგვრელია ამერიკელებისთვის.

მიგრანტთა პოლიტიკა:

ვენსმა ასევე გააკრიტიკა ევროპის ლოიალური მიგრანტთა პოლიტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას. ნიშანდობლივია, რომ მიუნხენში ერთ ერთი ტერორისტული თავდასხმა სწორედ უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე განხორციელდა (მიგრანტთა მიერ) "სწორედ მიგრანტთა უკონტროლო და დამაზიანებელი პოლიტიკის შედეგია, რომ მთელ ევროპაში, ადამიანები, ხმას აძლევენ პარტიებს, რომლებიც ჰპირდებიან, რომ დაასრულებენ უკონტროლო მიგრაციას.” მიგრანტთა საკითხი ევროპის ქვეყნებში მწვავედ დგას, მათ საფრთხეები შექმნეს ისეთ ქვეყნებში როგორიც არის, შვედეთი, ნორვეგია, გერმანია და ა.შ. სადაც მოსახლეობას ღამით გარეთ გადაადგილების ეშინია და გაჩნდა ისეთი დასახლებები, სადაც პოლიცია შესვლისგან თავს იკავებს!

ვენსისთვის ასევე მიუღებელია აბორტთან დაკავშირებული პოლიტიკა, რომელსაც ბრიტანეთი ატარებს და სიტყვის თავისუფლების დაბალი ხარისხი, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რიგ შემთხვევაში განსხვავებული აზრი დეზინფორმაციის გავრცელების სახელებით იბლოკება, რაც ვანსმა საბჭოთა კავშირის დროინდელ გამოცდილებას/პრაქტიკას შეადარა....

მიუნხენში ვენსმა აღნიშნა, რომ დრო არის ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე თვითონ იზრუნოს, აღნიშნული სიტყვების რეალურ მიზანს და შინაარსს უახლოეს მომავალში გავიგებთ...

ევანსის მკაცრს, მაგრამ სამართლიან, ობიექტურ გამოსვლას რა თქმა უნდა არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა:

„ეს იყო სიგიჟე, სრულიად შეშლილი“, და ძალიან საშიში“, - ევროპელი მაღალჩინოსანი.

ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა გამოსვლა შეადარა 2007 წელს იმავე ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინის მიმართვას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა გააფრთხილა, რომ ნატოს გაფართოება მოსკოვთან კონფლიქტის საფრთხის ქვეშ იყო.

„მან გვიკითხა ლექციები, დაგვამცირა“, ოთახში განწყობა ზუსტად ისეთი იყო, როგორც პუტინის 2007 წლის გამოსვლა...ეს იყო აღმაშფოთებელი“.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კრიტიკა „მიუღებელი“ უწოდა „მე მქონდა გამოსვლა, რომელიც დღეს მოვამზადე“, - თქვა პისტორიუსმა. „ეს უნდა ეხებოდეს ევროპაში უსაფრთხოებას. მაგრამ მე არ შემიძლია დავიწყება ისე, როგორც თავიდან ვგეგმავდი...ეს დემოკრატია ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა“.

კაია კალასმა, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, თქვა, რომ გაკვირვებული იყო ვენსის „ლექციით“. „ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ საკუთარ საშინაო საკითხებს, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვაშინგტონი ევროპასთან წაჩხუბებას ცდილობს“.

ფრიდრიხ მერცმა, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი და გერმანიის შემდეგი კანცლერის ფავორიტი, ტრამპის ადმინისტრაცია „არჩევნებში საკმაოდ ღიად ჩარევაში“. დაადანაშაულა „ამერიკის მთავრობის საქმე არ არის, აგვიხსნას აქ, გერმანიაში, როგორ დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები“.

ოლაფ შოლცი: მე კატეგორიულად უარვყოფ იმას, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა.

თავის მხრივ ვანსის გამოსვლა დადებითად შეაფას დონალდ ტრამპმა: ჯეი დი ვენსს რეალურად ძალიან ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა - ევროპა ფრთხილად უნდა იყოს“, - წერს დავით ჩიხელიძე.