Loading data...
დავით ჩიხელიძე ევროკავშირსა და აშშ-ს შორის შეთანხმებაზე: შეთანხმების შემდეგ, ორივე მხარე ზეიმობს, აშშ-ს ზეიმი გასაგებია, მაგრამ ევროპას საზეიმო არაფერი აქვს, რადგან ევროკავშირმა ხელი საკუთარი ეკონომიკის ლიკვიდაციას მოაწერა

აშშ-მ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით, ევროპა საკუთარ ვასალად აქცია, ეკონომიკური შეთანხმება, რომელიც ახლახან გაფორმდა აშშ-ს დომინანტურ პოზიციას ამყარებს, რომელმაც ევროპასთან მისთვის მოგებიანი, მაგრამ ევროკავშირისთვის არასამართლიანი, წაგებიანი და არაპროპორციული შეთანხმება გააფორმა“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, „შეთანხმების შემდეგ, ორივე მხარე ზეიმობს, აშშ-ს ზეიმი გასაგებია, მაგრამ ევროპას საზეიმო არაფერი აქვს, რადგან ევროკავშირმა ხელი საკუთარი ეკონომიკის ლიკვიდაციას მოაწერა“.

„აშშ-მ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით, ევროპა საკუთარ ვასალად აქცია, ეკონომიკური შეთანხმება, რომელიც ახლახან გაფორმდა აშშ-ს დომინანტურ პოზიციას ამყარებს, რომელმაც ევროპასთან მისთვის მოგებიანი, მაგრამ ევროკავშირისთვის არასამართლიანი, წაგებიანი და არაპროპორციული შეთანხმება გააფორმა. საუბარია ევროკავშირის მიერ, აშშ-ში განსახორციელებელ ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, ასევე, უნდა მოხდეს ამერიკული ენერგორესურსების შესყიდვა, რაც არა ბაზრების დივერსიფიცირებას არამედ ამერიკაზე დამოკიდებულებას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული პროდუქციისთვის ამერიკული ტარიფი 15% იქნება, გარკვეულ პროდუქტებზე კვლავ ძალაში რჩება 50%-იანი ტარიფი. შეთანხმების შემდეგ, ორივე მხარე ზეიმობს, აშშ-ს ზეიმი გასაგებია, მაგრამ ევროპას საზეიმო არაფერი აქვს, რადგან ევროკავშირმა ხელი, საკუთარი ეკონომიკის ლიკვიდაციას მოაწერა!“, - წერს ჩიხელიძე.