1751290825
სოციალური მედია
ჩაკვეტაძე: დარწმუნებული ვარ, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქართულ საგანმანათლებლო სისტემას, მეცნიერებასა და ახალგაზრდობას წინ მიღწევებით სავსე პერიოდი ელოდება

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე გივი მიქანაძეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნას ულოცავს.
„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნას ვულოცავ გივი მიქანაძეს. ის არის გამორჩეული პროფესიონალი, საკუთარი სამშობლოს პატრიოტი და ერთგული მეგობარი.
მქონდა პატივი, მასთან ერთად კომიტეტში 2 წლის განმავლობაში მემუშავა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კანონები და უპრეცედენტო გადაწყვეტილებები მივიღეთ.
დარწმუნებული ვარ, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქართულ საგანმანათლებლო სისტემას, მეცნიერებასა და ახალგაზრდობას წინ მიღწევებით სავსე პერიოდი ელოდება.
წარმატებები მას და სექტორის თითოეულ წარმომადგენელს!“, - წერს ჩაკვეტაძე.