1762710670
სოციალური მედია
ბექა ჩხაიძე სააკაშვილს: ასეა ბუმერანგი, ახლა შენ უყურე ციხიდან ყიფიანს. შენ რომ ბიჭები მიატოვე 2008 წლის ომში უპატრონოდ, დახოცილები და ტყვეები, ვატო ყიფიანის ძმამ დაუბრუნა ოჯახებს და სამშობლოს გარდაცვლილებიც და ცოცხლებიც
„მაგიტომაც იყო შევარდნაძის დროს სადაც გადაგეყრებოდა ყიფიანი პანჩურების რტყმევით გაგდებდა იქედან. ასეა ბუმერანგი, ეხლა შენ უყურე ციხიდან ყიფიანს“, - მიმართავს მომღერალი ბექა ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილს, რომელიც „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ „ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ თბილისის კრიმინალის კონტროლი მთლიანად გადააბარა ვატო ყიფიანს, რომელიც შევარდნაძის დროს თბილისს შიშის ზარს სცემდა“.
“მაგიტომაც იყო შევარდნაძის დროს სადაც გადაგეყრებოდა ყიფიანი პანჩურების რტყმევით გაგდებდა იქედან. ასეა ბუმერანგი, ეხლა შენ უყურე ციხიდან ყიფიანს. სხვათა შორის შენ რომ ბიჭები მიატოვე 2008 წლის ომში უპატრონოდ, დახოცილები და ტყვეები ყიფიანის ძმამ, კოტე ყიფიანმა დაუბრუნა ოჯახებს და სამშობლოს გარდაცვლილებიც და ცოცხლებიც!”, - წერს ჩხაიძე.