Loading data...
ბაჩო ოდიშარია: კანვასების დატრენინგებული და „ენჯეოების“ ხელით გარედან დაფინანსებული აკაცუკები რუსთაველს რომ „კეტავენ“ ყოველღამე და მეგაფონში ისტერიულ ლოზუნგებს ყვირიან დაზუთხული ლექსივით, მათი პროფესიაა აქტივიზმი, უნარია რადიკალური ქცევა და ნიჭია მონობა

„სერიალში „შავი სარკე”, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ეპიზოდში (Fifteen million merits), ნაჩვენებია როგორ გადაიქცევა ამბოხი და აქტივიზმი სამომხმარებლო პროდუქტად, რომელსაც სისტემა ყიდულობს და იყენებს პირადი ინტერესების მსახურად“, - ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, აღნიშნული სერიალის მსგავსად, დატრენინგებული და „ენჯეოების“ ხელით გარედან დაფინანსებული პირები, რომლებიც ყოველ ღამე რუსთაველს „კეტავენ“, ფულს და ფეისბუკ ცნობადობას იმაში იღებენ, რომ სხვას დაუძახონ მონა, თუმცა, სწორედ მათი უნარია რადიკალური ქცევა, ნიჭი კი - მონობა.

„სერიალში „შავი სარკე”, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ეპიზოდში (Fifteen million merits), ნაჩვენებია როგორ გადაიქცევა ამბოხი და აქტივიზმი სამომხმარებლო პროდუქტად, რომელსაც სისტემა ყიდულობს და იყენებს პირადი ინტერესების მსახურად.

მთავარ პერსონაჟს, რომელიც ექსპლუატაციაზე, მედიის მანკიერებებზე, აზრის მანიპულაციაზე ცდილობს გააკეთოს საჯარო კომენტარი, ამ ყველაფრის შემოქმედი და აღმსრულებელი ფარული ძალაუფლების ცენტრი აძლევს პლატფორმას, ხელფასს, ცნობადობას და მის თავდაპირველად გულახდილ აქტივიზმს აქცევს ანაზღაურებად პროფესიად. შედეგად, მთავარი პერსონაჟი ხდება პროფესიონალი მეამბოხე, რომელიც ყოველკვირეულად უყვება მაყურებელს თავისი „აღშფოთების”, „აჯანყების”, „ბრაზის” შესახებ.

იგივე მეორდება ჩვენს რეალობაში - კანვასების დატრენინგებული და ენჯეოების ხელით გარედან დაფინანსებული აკაცუკები რუსთაველს რომ „კეტავენ” ყოველღამე და მეგაფონში ისტერიულ ლოზუნგებს ყვირიან დაზუთხული ლექსივით. მათი პროფესიაა აქტივიზმი, უნარია რადიკალური ქცევა და ნიჭია მონობა, უბრალოდ ფულს და ფეისბუკ ცნობადობას იმაში იღებენ, რომ სხვას დაუძახონ მონა, რასაკვირველია, აუცილებლად კამერამომარჯვებულებმა“,  - წერს ბაჩო ოდიშარია.