Loading data...
ბაჩო ოდიშარია: ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეროვნული ინტერესი დაიცვა სწორედ იმ პუტინთან, რომელსაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და რომლის თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია თურქმენეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერმა ეროვნული ინტერესი სწორედ იმ პუტინთან დაიცვა, „ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი“.

ოდიშარია მშვიდობის ფორუმზე საქართველოს მონაწილეობას აუცილებლობად მიიჩნევს და წერს, რომ ირაკლი კობახიძემ ღიად დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანდასწრებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.

„თურქმენეთში მშვიდობის ფორუმზე საქართველოს მონაწილეობა, განსაკუთრებით, როდესაც მთელი რეგიონის ლიდერები იქ არიან შეკრებილნი, არამხოლოდ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ, ღიად დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანდასწრებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ვისთვისაც ცრუ პატრიოტიზმი და „ფეისბუქიდან“, თუ რუსთაველის გამზირიდან „პუტინ ხუილოს“ ძახილი არის გმირობა, რასაკვირველია, ისტერიკაში არიან, რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, რომელსაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და რომლის თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი“, - წერს ოდიშარია.