Loading data...
ბაჩო ოდიშარია: ბიძინა ივანიშვილმა აქცია წალკოტად აბასთუმნის კურორტი, თუმცა, უსამშობლო აგენტებისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს - ცნობილი ხელწერაა იმ ძალის, რომელიც საქართველოში ბომბების წვიმას შენატრის, ხოლო როდესაც სასიკეთო ხდება რუსულ პროექტს და ნგრევას არქმევს

„დღეს დილიდან უსამშობლო აგენტურა ბიძინა ივანიშვილს მორიგ სიცრუის კამპანიას უწყობს - მისი დავალებით აბასთუმნის ცაზე თვითმფრინავი ვეღარ იფრენსო. არადა ამ დროს, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია წალკოტად ეს უნიკალური კურორტი“, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უსამშობლო აგენტებისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ეს ცნობილი ხელწერაა იმ ძალის, რომელიც საქართველოში ბომბების წვიმას შენატრის.

„იმ მანკიერ ძალას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ებრძვის, ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება აქვს - სიცრუის ხარჯზე ყველაფერი უნდა წარმოაჩინოს უკუღმა, მოახდინოს ინვერსია. უმეცრება ძალაა, სიკეთე ბოროტებაა, თავისუფლება მონობაა - ორუელის პოსტულატი ხომ მათი ცხოვრებისეული კრედოა. რაზე გამახსენდა ეს ამბავი - დღეს დილიდან უსამშობლო აგენტურა ბიძინა ივანიშვილს მორიგ სიცრუის კამპანიას უწყობს - მისი დავალებით აბასთუმნის ცაზე თვითმფრინავი ვეღარ იფრენსო. არადა ამ დროს, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია წალკოტად ეს უნიკალური კურორტი, ახალი სიცოცხლე, ფუნქცია და ჯანსაღი ეკოსისტემა შთაბერა როგორც თავად დაბაში, ისე ობსერვატორიაში. თუმცა, უსამშობლო აგენტებისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს - ეს ხომ ცნობილი ხელწერაა იმ ძალის, რომელიც საქართველოში ბომბების წვიმას შენატრის, ხოლო როდესაც რაიმე ქვეყნის სასიკეთო, აღმშენებლობითი და პოზიტიური ხდება, რუსულ პროექტს და ნგრევას არქმევს“, - წერს ბაჩო ოდიშარია.