1785420749
სოციალური მედია
არჩილ ბერიძე: ოპოზიციის ირონიული რეაქცია მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისა და მათი საჭიროებების მიმართ, მათთვის რეგიონები დაცინვის თემაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება.
როგორც ის სოციალური ქსელში წერს, რადიკალების პოზიციამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ.
„ოპოზიციის ირონიული რეაქცია მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისა და მათი საჭიროებების მიმართ. მათთვის რეგიონები დაცინვის თემაა, ჩვენთვის კი - საქართველოს განვითარების მთავარი საყრდენი“, - წერს არჩილ ბერიძე.