Loading data...
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ს ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ECFR-ისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „ევროპა ცვალებად მსოფლიოში“ კვლევითი პროექტის გამოკითხვის შედეგებს ეხმიანება.

თოფურია სვამს კითხვას, საით მიდის საქართველო, ვინაიდან, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-სა და ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, ხოლო, გამოკითხულთა ნახევარი მომავლის მიმართ პესიმისტურად არის განწყობილი.

„საით მივდივართ? მონაცემები: ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს დიდ ძალად, როგორიცაა აშშ ან ჩინეთი. 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი. რეალობა: ფონ დერ ლაიენი ავითარებს „სამხედრო ზესახელმწიფოს“ ხედვას. ორბანი ამბობს, რომ ევროკავშირის მოლაპარაკებები ახლა „საომარ საბჭოებად“ იქცა“, - წერს ვახტანგ თოფურია X-ზე.