ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: აშშ-ის უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, რომლებიც ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში - თუ ასე გააგრძელებს, ევროკავშირი ამ ფორმით აღარ იარსებებს!
„აშშ-ის ახალი დოქტრინა, უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის“, - წერს „ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე.
მისი განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელ ბიუროკრატებს სიმართლეს ეუბნება, თუმცა, ისინი კვლავ სირაქლემას პოზიციას ირჩევენ.
„აშშ-ის ახალი დოქტრინა, უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის. მათ არ სურდათ სიმართლისათვის თვალის გასწორება - ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში და უკრაინელებს რუსეთთან ომისკენ უბიძგეს.
ახლა, როცა ტრამპის ადმინისტრაცია მათ სიმართლეს ეუბნება - ისევ სირაქლემას პოზიციას ირჩევენ. ერთი რამ ცხადია - თუ ასე გააგრძელებს, ევროკავშირი ამ ფორმით აღარ იარსებებს!”, - წერს ვახტანგ თოფურია.
For the bureaucrats locked up in Brussels, the new security document and US policy are cold water. They forced the Ukrainians to go to war with Russia because they did not want to confront the reality that they were entangled in corruption.
— Vakhtang Topuria (@vatopuria) December 5, 2025