Loading data...
ზვიად გაბისონია უნგრეთის შს სამინისტროს ზოგადი განათლების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადი განათლების სახელმწიფო მდივანს ზოლტან მარუზას შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე.

ზვიად გაბისონიამ ზოლტან მარუზას საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

თავის მხრივ, უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადი განათლების სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვა.