1788530590
საზოგადოება
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კრისტოფ კამპთან შეხვერდა გამართა.
მარიამ კობიაშვილმა უმაღლეს კომისარს სკოლის საქმიანობის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და სამიზნე ჯგუფებთან მუშაობის შედეგები გააცნო.
საუბარი შეეხო საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პროგრამას საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით დიდი როლი აქვს.
შეხვედრა ჟვანიას სახელობის სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში გაიმართა.