Loading data...
ზუგდიდის მერი მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა

ზუგდიდელმა სპორტსმენებმა გოგა ჯაჯვანმა და დიმიტრი აბრალავამ, პერუში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.

მსოფლიო ჩემპიონ გოგა ჯაჯვანს, ვიცე-ჩემპიონ დიმიტრი აბრალავასა და მათ მწვრთნელებს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, პირველ მოადგილესთან ერთად შეხვდა.

მერმა სპორტსმენებს ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ რიყის ძალოსნობის სკოლა ერთ-ერთი გამორჩეული და თვალსაჩინო სკოლაა.

გოგა ჯაჯვანმა პერუში მიმდინარე U20 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ძალოსანმა მსოფლიო ფიცარნაგზე ატაცში 156 / 162 წონითი კატეგორიები დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო აკვრაში დაძლეული 190 / 195 / 198 და ორჭიდში მოგროვილი 360 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

U17 ძალოსანმა, დიმიტრი აბრალავამ მოძრაობა აკვრაში ვერცხლის მედალი 141/145/147 მოიპოვა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრას კიკბოქსინგში ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი დავით ქირია, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი რომეო გაბელაია და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.