Loading data...
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელი გიორგიწმინდა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

შეგახსენებთ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოვიდა, რის გამოც დროებით შეზღუდული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.