Loading data...
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელი გიორგიწმინდა) ჩამოსულია მიწის მასა.

აღნიშნულის გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები.