Loading data...
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, სოფ. თვალივთან, ხევის ადიდების გამო, მოძრაობა დროებით იზღუდება

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, სოფ. თვალივთან, ხევის ადიდების გამო, მოძრაობა დროებით იზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე (სოფ. თვალივი) დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.