Loading data...
Warner Bros. Discovery ორ კომპანიად გაიყოფა - CNN

Warner Bros. Discovery ორ ცალკეულ საჯარო კომპანიად გაიყოფა - ინფორმაციაზე CNN წერს და აღნიშნავს, რომ ერთი კომპანია ორიენტირებული იქნება HBO Max სტრიმინგსერვისსა და Warner Bros. სტუდიაზე, ხოლო მეორე - CNN-სა და სხვა სატელევიზიო ქსელებზე.

პირველ კომპანიას, რომელი ამ ეტაპზე, „Streaming & Studios“-ს სახელითაა ცნობილი, აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ზასლავი უხელმძღვანელებს, ხოლო მეორე კომპანიას - „Global Networks“-ს ფინანსური დირექტორი - გუნარ ვიდენფელსი. 

„კომპანიის გაყოფის მიზანია, თითოეული მათგანი მეტად სტრატეგიული და საკუთარ საქმიანობაზე ფოკუსირებული გახდეს“, - ნათქვამია Warner Bros. Discovery-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც მედიაში ვრცელდება, კომპანიის გაყოფა 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, Warner Bros. Discovery-ს განცხადება ინვესტორების ზეწოლას და ინდუსტრიაში მომხდარ ინტენსიურ ცვლილებებს მოჰყვა, გამომდინარე იქიდან, რომ საკაბელო ტელევიზიის ბიზნესი სტრიმინგ ეპოქაში მცირდება, HBO Max კი ბიზნეს სექტორს სთავაზობს, ინვესტიცია ბიზნესის მზარდ - HBO Max ნაწილში განახორციელონ, საკაბელო ტელევიზიასთან კონტაქტის გარეშე.

„ეს ევოლუციური მიდგომაა, ქსელების ოპტიმიზაციისა და ჩვენი სტუდიების ინდუსტრიის ლიდერის პოზიციაზე დასაბრუნებლად“, - აცხადებენ Warner Bros. Discovery-ში. „თითოეულ კომპანიას ექნება მკაფიო ფოკუსი საკუთარ მისიასა და მასშტაბზე, რათა წარმატებას მიაღწიოს“, - აღნიშნავენ ხელმძღვანელები.