ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში „ბირთვული დაცულობის კულტურის შესახებ“ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი მონაწილეობს
ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში „ბირთვული დაცულობის კულტურის შესახებ“ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი მონაწილეობს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანია გამოცდილების გაზიარება და ეროვნული ძალისხმევის მხარდაჭერა ბირთვული დაცულობის კულტურის განვითარების მიმართულებით.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ბირთვული დაცულობის ხელშეწყობისა და შენარჩუნების მიმართულებით არსებული პოლიტიკა და გამოცდილება გაუზიარა. ნინო უტიაშვილმა ისაუბრა სააგენტოს მიერ ბირთვული დაცულობის კულტურის იმპლემენტაციისათვის და, სამომავლოდ, სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის საჭირო განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებმაც საუკეთესო პრაქტიკა და ინიციატივები გააზიარეს.