Loading data...
ვაზისუბნის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობა გზების მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.

ამჟამად, ვაზისუბნის დასახლება კორპ. N8-N10-ის მიმდებარედ 2000 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დააგო.

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 140 000 ლარით დაფინანსდა.

ისნის რაიონის გამგებელმა აკაკი ხლაბუსტოვმა, პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილთან და საკრებულოს დეპუტატ ბექა მენთეშაშვილთან ერთად, დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.