Loading data...
ვაზისუბანში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის IV მ/რაიონში, I კვარტალის N14 კორპუსის მიმდებარედ, სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა.

სამუშაოების ფარგლებში, 2000 კვ.მ. ფართობზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, ტენისის მაგიდები, საბაღე სკამები და ურნები. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა და გამწვანდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს. ასევე, მოეწყო განათების ახალი ქსელი.

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 402 107 ლარით დაფინანსდა.

ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.