Loading data...
ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.