Loading data...
ვაჟა სირაძე ხატია დეკანოიძეს: ძალადობაზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ

„ძალადობაზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ“, - ასე მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ხატია დეკანოიძეს.

ხატია დეკანოიძემ ვაჟა სირაძეს ჰკითხა, რატომ იდგა აქციაზე ნიღბიანი ხალხი.

ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ზოგიერთ პოლიციელს სიცივის გამო უკეთია ნიღაბი.

„ა, ცივა? გოგოებზე რომ ძალადობენ?“ - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ, რის პასუხადაც ვაჟა სირაძემ დეკანოიძეს უთხრა, რომ ძალადობაზე მან არ უნდა ისაუბროს.