ვაჟა სირაძე განმარტავს, რატომ არ მოხდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით აქციის მონაწილეთა მანქანების გატარება
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე განმარტავს, რატომ არ მოხდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით აქციის მონაწილეთა მანქანების გატარება.
როგორც სირაძემ აღნიშნა, დაკეტილ ქუჩაზე, სადაც მოქალაქეები ფეხით გადაადგილდებიან, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოხდა ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა.
„განვუმარტეთ აქციის ორგანიზატორებს, ავუხსენით, დავეხმარეთ კიდეც სხვადასხვა ტექნიკური საშუალების შეტანაში, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებით. დავუკეტეთ რუსთაველის გამზირი იმისთვის, რომ გაემართათ მშვიდობიანი მსვლელობა, მაგრამ რატომღაც განზრახ მოინდომეს გარკვეული კოლონებით დაკეტილ ქუჩაში, სადაც ხალხი ფეხით მოძრაობს, დაახლოებით 50-60 მანქანის შემოყვანა, რაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელია. განვუმარტეთ, ავუხსენით ეს და ამას მოჰყვა გარკვეული სახით დაძაბულობა. გაგრძელდა ახლა ფეხით მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.