Loading data...
ვაჟა სირაძე: ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, არსებობს სახელმწიფო და ჩვენ ყოველთვის მივიღებთ შესაბამის ზომებს

ვაჟა სირაძე

„ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, არსებობს სახელმწიფო და ჩვენ ყოველთვის მივიღებთ შესაბამის ზომებს,“ - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

„აქ არსებობენ პოლიციელები, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე, აქ არსებობენ ადამიანები, არსებობს სტრატეგიული შენობა, რომელსაც ანგრევენ და ცეცხლს უკიდებენ. ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, არსებობს სახელმწიფო და ეს ქვეყანა იქნება წელში გამართული. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა სირაძემ.