ვარლამ ლიპარტელიანი: როდესაც უწმინდესთან შეხვედრიდან გამოდიოდი, სიმსუბუქეს გრძნობდი, ყველა ადამიანს უღიმოდი, ვისაც შეხვდებოდი, გინდოდა მოგეყოლა, რომ შეხვდი უწმინდესს და რამხელა ემოცია წამოგყვა მისგან
„როდესაც უწმინდესთან შეხვედრიდან გამოდიოდი, თითქოს სხვანაირად დადიოდი, სიმსუბუქეს გრძნობდი, ყველა ადამიანს უღიმოდი. ვისაც შეხვდებოდი, გინდოდა მოგეყოლა, რომ შეხვდი უწმინდესს და რამხელა ემოცია წამოგყვა მისგან“, - იხსენებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს ეპოქალური ადამიანის დაკარგვას. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე სახლშიც, მეგობრებშიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ასოცირდებოდა პატრიარქთან. ყოველთვის მეგონა, რომ ყოველთვის იქნებოდა იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა და ყოველთვის ასე იყო. მისი გარდაცვალების მერე რაც ხდება, ესეც წარმოუდგენელია. ასეთი ერთიანი ჩვენი ერი ბოლოს როდის იყო ნამდვილად არ მახსოვს. ძალიან ბევრჯერ მქონია მასთან ურთიერთობა. ღმერთს მადლობა, რომ მქონდა ბედნიერება ხშირად შევხვედროდი.
როდესაც შეჯიბრებაზე მივდიოდით, ხშირად გვაცილებდა, გვლოცავდა. ძალიან თბილი და უშუალო ადამიანი იყო. ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ არასდროს გვებრძოლა და გვეჭიდავა პირადულად, მთავარი მოტივაცია ჩვენი ქვეყანა უნდა ყოფილიყო. როდესაც უწმინდესთან შეხვედრიდან გამოდიოდი, თითქოს სხვანაირად დადიოდი, სიმსუბუქეს გრძნობდი, ყველა ადამიანს უღიმოდი. ვისაც შეხვდებოდი, გინდოდა მოგეყოლა, რომ შეხვდი უწმინდესს და რამხელა ემოცია წამოგყვა მისგან. ყველას ძალიან დაგვაკლდება“, - აღნიშნა ლიპარტელიანმა.