Loading data...
ვარკეთილში ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.

არსებული ცნობით, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მოხუცი ქალბატონია.

როგორც newshub.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.