Loading data...
ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ავტოფარეხებისა და უკანონო ნაგებობების დემონტაჟი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა.

„მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგის N2-N3 კორპუსების მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი ადგილი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით“, - განაცხადა კახა კალაძემ.