1789966102
საზოგადოება
უწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე აღავლენს.
ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის კი ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანას წმინდა მარიამ ღვთისმშობელი მფარველობს.