Loading data...
უკრაინელების 73% ყოფილ მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის ენდობა, ზელენსკის კი 67% - კვლევის შედეგები

მიმდინარე წლის ივლისში უკრაინელებს შორის ყველაზე მაღალი ნდობის დონე უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის ჰქონდა. მას გამოკითხულთა 73% ენდობოდა, ხოლო 18% არა. ინფორმაციას უკრაინული მედია სოციოლოგიური ჯგუფ „რეიტინგის “ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სოციოლოგების აზრით, ზალუჟნის მიმართ ნდობის ყველაზე მაღალი დონე გასულ წელს, 2024 წლის თებერვალში მის გადადგომამდე და მის შემდეგაც დაფიქსირდა. მაშინ რეიტინგმა 90%-ს მიაღწია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ადგილზეა, მას 67% ენდობა. კვლევის თანახმად, ზელენსკის 29% არ ენდობა. 

ზელენსკის რეიტინგი ზალუჟნის გადადგომის შემდეგ 68%-დან 57%-მდე დაეცა.

მესამე ადგილზეა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი (56%). მას არ ენდობა 22%.

შემდეგ მოდის უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი. მას 41% ენდობა.

გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის 4-5 ივლისს.