Loading data...
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კახა თილიძე დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებენ.

„შენისთანა ინტელექტუალი მეომარი არასდროს შემხვედრია, ძმაო. კიდევ შევხვდებით ზეციურ სამეფოში, ვალჰალა.
დიდება შენ გმირ სულს, კახა, ძმაო“, - წერს ვანო ნადირაძე Facebook-ზე. 

„დიდება გმირებს! კახა თილიძე“, - წერს დავით ქაცარავა. 

უცნობია ზუსტად სად და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული რუსეთ-უკრაინის ომს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.