Loading data...
უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ომს კიდევ ორი ქართველი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყანაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ

არსებული ცნობით, დაღუპული არიან ერთ-ერთი ქვედანაყოფის, „შავი არწივის“ წევრები, რომლებიც ავდეევკას მიმართულებით იყვნენ ჩართული საბრძოლო მოქმედებებში.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი შეეწირა.