1785766150
საზოგადოება
უბედური შემთხვევა კახეთში - დენის დარტყმის შედეგად კაცი დაიღუპა
კახეთში სოფელ ყარაჯალაში უბედური შემთხვევა მოხდა.
დენის დარტყმის შედეგად 56 წლის კაცი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს თანასოფლელმა დაზიანებული გაყვანილობის შეკეთებაში დახმარება სთხოვა - მას ელექტრობოძზე ასვლა მოუწია, რა დროსაც დენმა დაარტყა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.