Loading data...
უბედური შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - დაიღუპა 2 წლის ბავშვი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. 

როგორც გურჯაანის ტელევიზია იტყობინება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა.

ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.