Loading data...
თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლი ემსხვერპლა - დაშავებულია 4 ადამიანი

თუშეთში, სოფელ ომალოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, 4 ადამიანი კი დაშავდა.

როგორც Newshub.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.