1774885165
საზოგადოება
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ნატოს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა
ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვამ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩაჭრა, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო X პლატფორმაზე წერს.
მათ განაცხადეს, რომ ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია.
„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისკენ მიმართული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ყველა საჭირო ზომა მიღებულია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
Etkisiz hâle getirilen balistik mühimmat ile ilgili açıklama.
— T.C. Millî Savunma Bakanlığı (@tcsavunma) March 30, 2026
Statement on the neutralization of ballistic munition.#MillîSavunmaBakanlığı pic.twitter.com/V1eqS7JM1w